მდივანი არჩილ ბუდუს ძე (30. VI. 1911, თბილისი, – 13. IX. 1937, მოსკოვი), სპორტსმენი (ჩოგბურთი). პირველი ქართველი სსრკ სპორტის ოსტატი ჩოგბურთში (1936). სსრკ ჩემპიონი „დინამოს“ გუნდის შემადგენლობასა (1936) და წყვილთა თანრიგში (1934–36). ლენინგრადის ტურნირის მრავალგზის გამარჯვებული (1932–36). სსრკ-ში აღიარებული იყო როგორც ერთ-ერთი უძლიერესი ჩოგბურთელი. წვრთნიდა ი. ჰომერი (საჩოგბურთო სკოლის დამაარსებელი საქართველოში). შეეწირა საბჭოთა რეპრესიებს.