მდივანი გიორგი დავითის ძე [13 (26). IX. 1905, სოფ. ბაღდათი, ახლანდ. ბაღდათის მუნიციპალიტეტი, – 10. X. 1981, თბილისი], დრამატურგი, სცენარისტი. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1961). 1924–26 სწავლობდა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტზე. ლიტ. მოღვაწეობა 1920-იდან დაიწყო. წერდა ქართ. და რუს. ენებზე. 1936-იდან ქართ. და რუს. სცენებზე წარმატებით იდგმებოდა მ-ის პოლიტ. აქტუალობით, პუბლიც. პათოსითა და მძაფრი სიუჟეტით გამორჩეული პიესები („ალკაზარი“, 1936; „ბატალიონი მიდის დასავლეთისაკენ“, 1941; „პეტრე ბაგრატიონი“, 1944; „ტერეზას დაბადების დღე“, 1961; „კონსული მოიტაცეს“, 1963; „შენი ძია მიშა“, 1966 და სხვ.). მისი სცენარის მიხედვით გადაღებულია ქართ. ფილმები: „ფრთოსანი მღებავი“ (1937), „დაკარგული სამოთხე“ (1938), „ჩვენი ეზო“ (1957), „საბუდარელი ჭაბუკი“ (1958) და სხვ.; რუს. ფილმები: „რიგითი ალექსანდრე მატროსოვი“ (1948), „ჯარისკაცი ივანე ბროვკინი“ (1955), „ივანე ბროვკინი ყამირზე“ (1958) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: კონსული მოიტაცეს. – ტერეზას დაბადების დღე, თბ., 1966; შენი ძია მიშა, თბ., 1972.