მდინარაძე გაბრიელ პლატონის ძე (დ. 27. III. 1928, სოფ. ვაკიჯვარი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), თეატრის მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1988). 1954 დაამთავრა თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. იმავე წლიდან გახდა ოზურგეთის თეატრის მსახიობი. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: გაიოზი (გ. ბერძენიშვილის „სიყვარულის ძალა“), მანუჩა (ს. მთვარაძის „სურამის ციხე“), ჩინჩახელი (კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“), დათიკო (ი. ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობი“), პლატონი (დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“), ექიმი (ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“), ჯილბერტო (ვ. ჰიუგოს „მარიამ ტიუდორი“), გასტონ რიე (ა. დიუმას „მარგარიტა გოტიე“), გაბრიელი (ი. ვაკელის „აპრაკუნე“), ქსანთე (გ. ფიგეირედოს „მელა და ყურძენი“), პორფირე ბიაშვილი (დ. კლდიაშვილის „ქამუშაძის გაჭირვება“) და სხვ. მის მიერ შექმნილი მხატვრული სახეები გამოირჩევა დამაჯერებლობით, გულწრფელობითა და ხაზგასმული სისადავით. 2012 ოზურგეთის თეატრის წინ მ-ს გაუხსნეს ვარსკვლავი. არის ოზურგეთის საპატიო მოქალაქე (2015), უ. ჩხეიძის სახ. ჯილდოსა (2018) და ა. ხორავას სახ. პრემიის (2021) ლაურეატი. ქართ. კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მიენიჭა „ხელოვნების ქურუმის“ წოდება (2018), მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1999).