„ლამპარი“, ქართული ყოველდღიური გაზეთი, ს.-დ. პარტიის ლეგალური ორგანო; გამოდიოდა 1906 თბილისში გაზ. „ელვის“ ნაცვლად. გამოვიდა 54 ნომერი. გაზეთში იბეჭდებოდა მრავალი კორესპონდენცია, უმთავრესად რ-ნებიდან. „ლ-სთან“ თანამშრომლობდნენ ვ. დარჩიაშვილი, ლ. ნათაძე, ს. ჯუღელი, ფ. მგელაძე, ს. ესაძე და სხვ. რედ.-გამომცემელი – კ. თავართქილაძე. „ლ.“ დაიხურა თბილ. გენ.-გუბერნატორის განკარგულებით. მის ნაცვლად გამოვიდა გაზ. „სიმართლე“.