თედიაშვილი ლევან ქიტესას ძე

ლ. თედიაშვილი

თედიაშვილი ლევან ქიტესას ძე (15. III. 1948, სოფ. ზემოუბანი, საგარეჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტი - 17. II. 2024, თბილისი), სპორტსმენი (თა­ვი­სუ­ფა­ლი ჭიდაობა). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1971). დაამთავრა სა­­ქართვ. ფიზკულტ. ინ-ტი (1971) და თსუ (1978). ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1972, მიუნხენი; 1976, მონრეალი) თავისუფალ ჭიდაობაში, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი (1971, 1973, 1974, 1975) და მეორე პრიზიორი (1978); მსოფლიო თასის მფლობელი (1979). მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1973), ევრ. სამგზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1971, 1973, 1974). მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში (1973), ერთადერთი მოჭიდავე მსოფლიოში, რ-იც ჩემპიონის ტიტულს სამ სხვა­და­სხვა წონით კატეგორიაში ფლობდა. გამოირჩეოდა მაღალი ტექნიკით, ფანდების მრავალფეროვნებით, დახვეწილი ტაქტიკური ოსტატობით, დიდი ფიზ. ძალით და გამძლეობით. მწვრთნელი – ვ. ბალავაძე. სა­ქარ­თვე­ლოს პარლამენტის წევრი (1995–99). სამჯერ დასახელდა სა­ქარ­თვე­ლოს წლის საუკეთესო სპორტსმენად (1971, 1973–74) და სა­ქარ­თვე­ლოს XX ს. საუკეთესო სპორტსმენად (ბრინჯაოს პრიზი). 1987 შეასრულა მთავარი როლი რეჟისორ გ. შენგელაიას მიერ გადაღებულ ფილმში „ხარება და გოგია”. მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები, მ. შ. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის (1995), ღირსების (1998), სეოკის და ფილას ორდენები. თბილისის საპატიო მოქალაქე (2003).