გავარდაშვილი გივი ვალერიანის ძე

გ. გავარდაშვილი

გავარდაშვილი გივი ვალერიანის ძე (დ. 15. I. 1958, ქ. ახმეტა), ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი, საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად-ის აკადემიკოსი (2022), ტექ. მეცნ. დოქტორი (1996), პროფესორი (1998). დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინტ-ის ჰიდრომელიორაციის ფაკ-ტი (1981). მუშაობდა საქართვ. ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნ. კვლევით ინ-ტში სექტორის ხელმძღვანელად (1981−22); საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. საინჟინრო ეკოლოგიისა და წყალთა მეურნეობის ინ-ტის   ლაბორ. ხელმძღვანელად (1992−2005); იყო ამავე ინტ-ის დირექტორი (2005−06), შპს საქართვ. რკინიგზის ინ-ტის პრორექტორი  სასწ. და სამეცნ.  დარგში (2003−06), სსიპ წყალთა მეურნეობის ინ-ტის დირექტორი (2006−11), სტუ-ის ც. მირცხულავას სახ.  წყალთა მეურნეობის ინ-ტის დირექტორი (2011-იდან დღემდე). იყო საერთაშ. ორგანიზაციების (UN, NATO, EU,  UNESCO,  WB და GNSF) მიერ დაფინანსებული მრავალი საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი და ძირითადი შემსრულებელი; ,,Erasmus+“ პროგრამის პროფესორი (2017). იყო მიწვეული პროფესორი გერმანიის, რუსეთის, ჩინეთის, ბელარუსის, ლიტვისა და პოლონეთის უნ-ტებში.

ეწევა აქტიურ საზ. მოღვაწეობას − არის ირიგაციისა და დრენაჟის საქართვ. ეროვნ. კომისიის ვიცე-პრეზიდენტი (2019-იდან დღემდე); გაეროს სოც-ეკონ. საბჭოს ECOSOS-ის საკონსულტაციო სტატუსის მქონე ორგანიზაციის  ეკოცენტრის დირექტორი (2010-იდან დღემდე), სამოქალაქო საზ-ბის ასოციაციის ASCE-ის წევრი (აშშ; 2015); სოფლის მეურნეობის ექსპერტი (USAID, აშშ; 2014); ღვარცოფების საერთაშ. ასოციაციისა (რუსეთი; 2011) და სხვა საერთაშ. ორგანიზაციების წევრი; ჰიდრომელიორაციული და გარემოზე ზემოქმედების შეფასების 100-ზე მეტი პროექტის ექსპერტი (1982–2017); სარწყავი და დამშრობი სისტემების, გარემოსდამცავი ნაგებოების 300-ზე მეტი პროექტის მთ. ინჟინერი (2000–2022).

გ-ის სამეცნ.  ინტერესების სფეროა: ჰიდრომელიორაცია (ირიგაცია, დრენაჟი, ეროზია), წყლის რესურსების უსაფრთხოება, გარემოსდამცავი ინოვაციური ღონისიებების დამუშავება, ლაბორატორიული მოდელირება, დაპროექტება და კომერციალიზაცია, ჰიდროტექნიკური ნაგებობების საიმედოობისა და რისკის შეფასება.

არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის, მ. შ. 16  მონოგრაფიის (თარგმნილია მსოფლიოს 12 ენაზე),  12  სახელმძღვანელოს  და  23 გამოგონების (საავტორო მოწმობა - 10, პატენტები - 13)  ავტორი.

მიღებული აქვს   ღირსების ორდენი (2013), ჩენსტოხოვას (პოლონეთი)  ტექნოლ. უნ-ტის (2012) და ვროცლავის  (პოლონეთი) სიცოცხლის შემსწავლელი უნ-ტის (2015) ვერცხლის მედალი და დიპლომები, უკრაინის სოფლის მეურნეობის მეცნ. აკად. მედალი (2018); მიენიჭა საქართვ. დამს.  მშენებლის წოდება (2023).

თხზ.: ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფებისას მთის ლანდშაფტების უსაფრთხოების ღონისძიებები, თბ., 2011; მდინარე დურუჯის ეკოლოგი­ური პრობლემები და გარემოს­დამცავი ინოვაციური ღონისძიებები, თბ., 2018; ირიგაცია, დრენაჟი, ეროზია, თბ., 2016; Predicting Erosive and Debris Flow Processes and the Innovative Measures to Control Them, Cambridge, UK, 2022.