მახსოვარი, ერთგვარი მოწმე ძველ საქართველოში, სასამართლოსთვის საინტერესო ხანდაზმული ფაქტის მომსწრე პირი,"ძველი საქმის მცოდნე" და "თანამეჟამე", პატიოსნებით, დარბაისლობით გამორჩეული პიროვნება. მ. წყაროებში ზოგჯერ იწოდება მოხუცებულად, „უფროს კაცად" ან „მახსოვარ კაცად" და მოწმის გვერდით იხსენიება. მ-ის ჩვენების საფუძველზე სადავო საქმე ფიცის გარეშე შეიძლებოდა გადაწყვეტილიყო. დოკუმენტებში "სოფლების უფროსნი და მახსოვარნი კაცნი" მრავლობითი ფორმით იხსენიება.
ლიტ.: ითონიშვილი ვ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის სოციალური სტრუქტურა XIV–XVIII საუკუნეებში, თბ., 2001.