მახტა, სახელმწიფო კომლობრივი გადასახადი გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. იხდიდნენ ფულით და ნატურით მოქალაქეები, ქალაქში მცხოვრები სახელმწ. გლეხები და საქართვ. მაჰმადიანი მოსახლეობა (ელი). მოქალაქეთა ქონებრივ შეძლებას და მ-ის რაოდენობას განსაზღვრავდნენ „მახტის გამწერი აღმორჩეული მოქალაქეები“. მ-ის გადახდისაგან თავისუფლდებოდნენ ქვრივ-ობლები, საეკლ. და საბატონო ყმები, ქალაქში მოსახლე თავადები და აზნაურები, მღვდლები, უცხო ქვეყნიდან გადმოსახლებულები (3 წლით).
ლიტ.: გვახარია ლ., სახელმწიფო ბეგარა-გადასახადები აღმოსავლეთ საქართველოში XIX საუკუნის პირველ ნახევარში, თბ., 1960; თბილისის ისტორია, ტ. 1, თბ., 1990; მესხია შ., საისტორიო ძიებანი, ტ. 2, თბ., 1983.