ეგაძე ოთარ ნიკოლოზის ძე (8. XI. 1913, სოფ. ტირძნისი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 7. XI. 1995, თბილისი), ჟურნალისტი, დრამატურგი, მწერალი, ხელოვნების კრიტიკოსი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1963). დაამთავრა ლენინგრადის ჟურნალისტიკის ინ-ტი (1939). იყო გაზ. „კომუნისტისა" და „ახალგაზრდა კომუნისტის" საკუთარი კორესპონდენტი ლენინგრადში. 1940 სწავლობდა მოსკოვში. 1941–43 მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. 1943 იყო საქ. კპ ცკ-ის ბეჭდვითი სიტყვის სექტორის გამგე, 1944 – საქართვ. სახ. კომისართა საბჭოსთან არსებული ხელოვნ. მთავარი სამმართველოს უფროსი, 1945-იდან – მარქსიზმ-ლენინიზმის ინ-ტის მარქსიზმის კლასიკოსების თარგმნის სექტორის გამგე, 1949–51 – გაზ. „პრავდის" საკუთარი კორესპონდენტი საქართველოში, 1951–53 – საქართვ. კინემატოგრაფიის მინისტრი, 1953 – გაზ. „ზარია ვოსტოკას" რედაქტორი, 1953–73 – ჟურნ. „საბჭოთა ხელოვნების" მთ. რედაქტორი, 1973-იდან – გამომცემლობა „ხელოვნების" დირექტორი, 1981–82 – საქართვ. თეატრ. საზ-ბის გამგეობის თავ-რის პირველი მოადგილე, 1982- იდან – საქ. კპ ცკ-თან არსებული პარტიის ისტ. ინ-ტის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი. ე-ის გამოკვლევებისათვის დამახასიათებელია აქტუალურობა და მასალის სიუხვე. ძირითადი ნაშრომები: „ქართული ბალეტი" (1961), „თეატრში და თეატრს მიღმა" (1969), „გასტროლები, შეხვედრები, შთაბეჭდილებები" (1975), „მხატვართა შორის" (1976) და სხვ. ავტორია ბალეტის ლიბრეტოებისა („სინათლე", 1947; „გორდა", 1949 და სხვ.), დოკუმენტური პიესისა „გარიჟრაჟი" (1970); კრებულისა „მოთხრობები, ნოველები, ესეები" (1986); რომანისა „დღენი ჩვენი ბრძოლებისა" (ტრილოგიის I ნაწ., 1988).