მგალობლიშვილი ლევან იოსების ძე (6. IV. 1934, ქუთაისი, – 28. X. 2012, თბილისი), ინჟინერ-ელექტრომექანიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1991), პროფესორი (2002), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2000). დაამთავრა თბილ. რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინ-ტი (1958). მუშაობდა ამიერკავკ. რკინიგზის თბილ. უბნის ინჟინრად (1958–60); თბილ. ელექტროტექნიკურ (1960–61) და საქართვ. მეცნ. აკად. ენერგეტიკის ინ-ტებში (1961–63), სპი-ის (ახლანდ. სტუ) ელექტრული ტრანსპორტის კათედრის უფრ. ინჟინრად (1963–64), საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდიუმის სწავლულ მდივნად, სამეცნ. საორგანიზაციო განყ-ბის უფროსად, მთ. სწავლული მდივნის მოადგილედ (1964–74), საქართვ. მეცნ. აკად. ბუნებისმეტყველებისა და ტექნიკის ისტორიკოსთა საბჭოს თავ-რედ, პრეზიდიუმის სამეცნ. ინფორმაციის განყ-ბის უფროსად (1985–96). იყო საქართვ. პრეზიდენტთან არსებული მეცნ. და ტექნ. დარგის სახელმწ. პრემიების კომიტეტის თავ-რის მოადგილე (1997–2005), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. პრეზიდენტის მრჩეველი (1996–2012).
მ. არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი. საქართვ. სახელმწ. პრემია მიენიჭა შრომათა ციკლისათვის ,,საქართველოში სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის ჩამოყალიბება და განვითარება“. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1999) და სხვა სახელმწ. ჯილდოები.
თ. არსენაძე.