მგელაძე დიმიტრი სერგოს ძე [26. XII. 1891(7. I. 1892), სოფ. აკეთი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 21. VIII. 1979, თბილისი], ენათმეცნიერი, რუსისტი. პროფესორი (1941), მეცნ. დამს. მოღვაწე (1972). დაამთავრა ოდესის უნ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტის სლავურ-რუს. განყ-ბა (1914), 1921-იდან ეწეოდა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას თსუ-ში. 1938–75 იყო რუს. ენის კათედრის გამგე. კითხულობდა თანამედროვე რუს. ენის, რუს. ენის დიალექტოლოგიის, ძვ. სლავური ენის, სლავური და ინდოევრ. ენების შედარებითი გრამატიკის კურსებს. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რუს. ენის სწავლების მეთოდიკის შემუშავებაში. გამოქვეყნებული აქვს რუს. ენის სახელმძღვანელოები ქართ. უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთათვის. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.