მგლისსაწოლი

მგლისსაწოლი, მთა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, ზ. დ. 2614 . აქ მდებარეობს აჭარიდან ამოსულ მესაქონლეთა მცირე საზაფხულო დასახლება. მ-ზე გადის ტურისტული მარშრუტი გომისმთა – ბახმარო.