მგლის სოკო

მგლის სოკო

მგლის სოკო (Coprinus micaceus), ქუდიანი სოკო კოპრინასებრთა ოჯახისა. აქვს ზარისებრი, მოყვითალო-მურა, ცენტრში უფრო მუქი ქუდი, რ-ის დიამეტრია 3–6 სმ; დაფარულია მბზინავი ქერცლით, რ-იც მალევე ქრება. ფირფიტები თავდაპირველად თეთრია, შემდეგ – შავი, ფეხი – თეთრი. იზრდება ადრე გაზაფხულიდან ზამთრის პირამდე ჯგუფებად დამპალ ხეებზე და მათ ახლოს, აგრეთვე ნაკელიან ადგილებზე. საკვებად იყენებენ ნორჩ მ. ს-ს.

ი. ნახუცრიშვილი.