ეგვიპტური ყანჩა

ეგვიპტური ყანჩა

ეგვიპტური ყანჩა (Bubulcus ibis), ფრინველი ლაკლაკისნაირთა რიგისა. ზომით იხვისოდენაა, თეთრი ფერის; თავზე, მკერდსა და ზურგზე მურა ყვითელი ბუმბული აქვს; ნისკარტი ყვითელია (ფუძეში – წითელი), ფეხები – მოწითალო. გავრცელებულია პირენეს ნ.-კ-ზე, აზიაში, აფრიკაში, მადაგასკარზე. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას. ბინადრობს ჭაობების, წყალსატევების ნაპირებზე, დაჭაობებულ ანთროპომორფულ ლანდშაფტებში. იკვებება მწერებით, პატარ-პატარა უხერხემლო ცხოველებით, თევზების ლიფსიტებით, ბაყაყებით და სხვ. საკმაოდ იშვიათი ფრინველია.

რ. ჟორდანია