მებრძოლი გუშაგი

„მებრძოლი გუშაგი“, საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოველკვირეული ორგანო. გამოდიოდა 1965–70 თბილისში ქართ. და რუს. ენებზე (რუს. გამოცემას ეწოდებოდა „ბოევოი სტრაჟ“). გაზეთი აშუქებდა საბჭ. სამართალმცოდნეობის პრობლემებს, ადმ. ორგანოების მუშაობას, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და ფართო საზ-ბის ბრძოლას სოციალ. მართლწესრიგის განმტკიცებისათვის. „მ. გ-ის“ რედაქტორი იყო ვ. ალფენიძე.