მეგრელი დუტუ

დ. მეგრელი

მეგრელი დუტუ (დიმიტრი თომას ძე ხოშტარიას ფსევდ.) (26. X. 1867, სოფ. სუჯუნა, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, – 13. III . 1938, თბილისი), მწერალი. ა. ერისთავ-ხოშტარიას მეუღლე. 1893 დაამთავრა ოდესის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი. იყო ქართ. ლიტ-რის კლასიკოსთა ჰუმანიტარულ-რეალისტური ტრადიციების მიმდევარი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1886, მოთხრობების პირველი კრებული – 1892, ლექსებისა („ცრემლები“) – 1893. მისი ლირიკა ძირითადად პატრ. ხასიათისაა. ლექსებისა და მოთხრობების გარდა ეკუთვნის პოემები, იგავ-არაკები, პუბლიც. წერილები, რუს. და ევრ. კლასიკოსთა თარგმანები. მისი პოპულარული ლექსი „მე პატარა ქართველი ვარ“ (1902) და მოთხრობა „ქინაქინა“ შესულია ი. გოგებაშვილის „დედა ენასა“ და „ბუნების კარში“. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

თხზ.: თხზულებანი, თბ., 1948; ლექსები, პოემები, თბ.,1981.

ლიტ.: ვართაგავა ი., კრიტიკული წერილები, [ტ.] 1, თბ., 1958; მისივე, ქართველი მწერლების სილუეტები, [ტ.] 1, თბ., 1956; ლომთაძე ნ., დუტუ მეგრელი, ცხოვრება და შემოქმედება, თბ., 2005.

ს. ყუბანეიშვილი.