მეგრელიშვილი გაბრიელ ივანეს ძე (1. I. 1906, სოფ. ზემო ფარცხმა, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 7. XI. 1978, თბილისი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1962), პროფესორი (1964), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967). დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1930). იყო საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის პოლიტ. ეკონომიის კათედრის გამგე (1940–45), სსრკ მეცნ. აკად. ეკონ. ინ-ტის ასპირანტურის განყ-ბის გამგე (1945–56), თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტის პოლიტეკონომიის კათედრის პროფესორი (1968–78).
მ-ის ნაშრომები ეძღვნება ქართ. ეკონ. აზრის ისტორიის საკითხებს და პოლიტ. ეკონ. პრობლემებს.
თხზ.: კაპიტალი, ზედმეტი ღირებულება და ხელფასი კაპიტალიზმის დროს, თბ., 1964; Грузинская общественно-экономическая мысль второй половины XIX века и начала XX века, т. 1, Тб., 1960, т. 2, Тб., 1959.
ჯ. კახნიაშვილი.