მეგრელიშვილი ვახტანგ პავლეს ძე

ვ. მეგრელიშვილი
ვ. მ ე გ რ ე ლ ი შ ვ ი ლ ი
ბაგრატ მეშვიდე.

მეგრელიშვილი ვახტანგ პავლეს ძე (2. I. 1919, სოფ. ღანირი, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 2004), თეატრის მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1965). 1936–38 იყო თბილ. მუშა ახალგაზრდობის, ხოლო 1938-იდან – ქუთაისის თეატრის მსახიობი. შესრულებული როლები: გიორგი სააკაძე, ანზორი (ს. შანშიაშვილის „გიორგი სააკაძე“, „ანზორი“), ლევან ხიმშიაშვილი (დ. ერისთავის „სამშობლო“), ოთარბეგი (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), ლადო კეცხოველი (გ. ნახუცრიშვილის „ლადო კეცხოველი“), ალექსანდრე ჭავჭავაძე (დ. თაქთაქიშვილის „გრიბოედოვი“), ოტელო, კენტი (უ. შექსპირის „ოტელო“, „მეფე ლირი“), კარლ მოორი (ფ. შილერის „ყაჩაღები“), ურიელ აკოსტა (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), ფრონდოზო (ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“), ტარიელ გოლუა (ლ. ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“), ჩონთა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), და სხვ. მ-მა შექმნა განსხვავებული პერსონაჟების პანორამა. ყოველი მათგანი ავტორის მდიდარ სამსახიობო უნარს, ტემპერამენტს, სცენურ მომხიბვლელობასა და უშუალობას ეფუძნებოდა.