მეგრელიშვილი ლევან ივანეს ძე

მეგრელიშვილი ლევან ივანეს ძე (25. XI. 1930, ზესტაფონი, – 29. VIII. 1998, თბილისი), ინჟინერ-მშენებელი. საქართვ. დამს. ინჟინერი (1990). დაამთავრა თბილ. რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინ-ტის სამშენებლო ფაკ-ტი (1954). მუშაობდა ამიერკავკ. რკინიგზის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე. იყო სამშ.-სამონტაჟო ტრესტ ,,ამიერკავკასტრანსმშენის“ მმართველი, შემდეგ გენ. დირექტორი (1986–98); ხელმძღვანელობდა ამიერკავკ. რკინიგზის მარაბდა – ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის, თბილ. რკინიგზის სადგურის კომპლექსის, ასევე სხვა ობიექტების მონაწილეობდა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთათვის საცხოვრებელი სახლების, სკოლების, რკინიგზის ობიექტების მშენებლობასა და აღდგენაში; ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შედეგების ლიკვიდაციაში. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია (1988) და სხვა სახელმწ. ჯილდოები.