მეგრელიშვილი ნოე გიორგის ძე [6(18). X. 1898, სოფ. შუა ფარცხმა, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 1989], თერაპევტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1954), პროფესორი (1950), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1964).
1924 დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი. 1935-იდან მუშაობდა თბილ. ექიმთა დახელოვნების ინ-ტის თერაპიის კათედრაზე, 1959–69 იყო კათედრის პროფესორი, 1969–74 – კათედრის გამგე.
მ. იკვლევდა რევმატიზმს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.