მეგრელიძე თამაზ იაკობის ძე

მეგრელიძე თამაზ იაკობის ძე (20. XII. 1937, მახარაძე, ახლანდ. ოზურგეთი, – 8. X. 2022, თბილისი), კვების მრეწველობის დარგის სპეციალისტი. ტექნ. მეცნ. დოქტორი (2002), პროფესორი (2002), საქართვ. დამს. გამომგონებელი (1983). 1961 დაამთავრა სპი (ახლანდ. სტუ). მუშაობდა იქვე კვებისა და სამაცივრო საწარმოთა მოწყობილობებისა და წარმოების ავტომატიზაციის კათედრაზე, ხოლო 1967–2019 ხელმძღვანელობდა კვების ინდუსტრიის დეპარტამენტს. მ-ის სამეცნ. კვლევები ეხება კვების პროდუქტების წარმოების პროცესებსა და აგრეგატებს. ავტორია სამეცნ. ნაშრომებისა და გამოგონებების. ეწეოდა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას.

თხზ.: კვების საწარმოთა ტექნოლოგიური მოწყობილობების გაანგარიშებისა და კონსტრუირების საფუძვლები, თბ., 1989.