ანდრიაძე დავით სერგოს ძე (დ. 4. VII. 1958, თბილისი), ხელოვნებათმცოდნე, კულტუროლოგი, ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი (2003), პროფესორი (2003). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1982); 1987 მუშაობა დაიწყო იქვე. 1997-2005 იყო თბილ. კულტ. და ხელოვნ. სახელმწ. უნ-ტის ფილოს. და კულტუროლოგიის კათედრის გამგე და კულტ. ისტ. და თეორიის სამეცნ.-კვლ. ცენტრის ხელმძღვანელი; 2004-07 - საქართ. ეროვნ. გალერეის არტდირექტორი-სამხატვრო ხელმძღვანელი; 2019-23 - საქართვ. საზ. მაუწყებლის ტელეწამყვანი; 2018-იდან ჟურნ. „თეატრის“ მთავარი რედაქტორია. სხვადასხვა დროს ასწავლიდა ა. ქუთათელაძის სახ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიასა (2008-15) და საქართვ. შოთა რუსთაველის თეატრ. და კინოს უნ-ტში (1998-2001).
ა-ის სამეცნ. კვლევის ინტერესს წარმოადგენს კულტ. ფილოს., სემიოტიკა, ხელოვნ. ფილოს. და სოციოლოგია. არის არაერთი სამეცნ. ნაშრომის, კრიტ. წერილის, წიგნისა და მონოგრაფიის ავტორი, მ. შ.: „ფერწერა და იმაგინაცია“ (1996); „იკონოლოგიური მარგინალიები“ (1997); „ტყეები ქალაქში“ (2010); „ნიჟარაძის ოქროს ხანა“ (2013); „მამია მალაზონიას თეატრი“ (2013); „ქართული წიგნის ხელოვნება“ (I-II-III; 2013-2014-2015); „სამეულის თეატრი“ (2014); „ცხოვრება და სიკვდილი უჩა ჯაფარიძისა“ (2016); „გმირი და მოდელი“ (2016); "ბაჟბეუქის ქარიზმა" (2017); „ამბავნი ქართულ ქანდაკთა“ (2023) და სხვ. 2018 ლამბერტის აკადემიურმა გამომცემლობამ (გერმანია) ინგლ. ენაზე გამოსცა მისი მონოგრაფია „The veils season“, რ-იც ეხება ქართ. ხელოვნების გენეზისს სოცრეალიზმიდან პოსტმოდერნიზმამდე.
მიღებული აქვს კ. მარჯანიშვილის სახ. პრემია (2024).
ს. მეტრეველი