ათეშგაჰი

ათეშგაჰი (სპარს. ათეშ – ცეცხლი და გაჰ – ადგილი), ცეცხლთაყვანისმცემელთა (იხ. მაზდეანობა) ტაძარი, ცეცხლის საგზებელი (ძვ. ქართ. წყაროებით). განსაკუთრებით გავრცელებული იყო III–VII სს. ირანში. ძვ. ქართ. წყაროების მიხედვით, ა-ები საქართველოშიც აუგიათ (ნიქოზში, ლოპოტის ხევში, ნეკრესში, მცხეთაში და სხვ.). თბილისში შემორჩენილია შუა საუკუნეებში აგებული ა. (ცნობილია „ათეშგას“ სახელწოდებით).