არეში

არეში, მდინარე აღმ. საქართველოში, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, კაბალის (ალაზნის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. შენაკადი. სიგრძე 36 კმ, აუზის ფართ. 155 კმ². სათავე აქვს კახეთის კავკასიონის სამხრ. კალთაზე. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით.