ანდრონიკაშვილი თეიმურაზ გიორგის ძე

თ. ანდრონიკაშვილი

ანდრონიკაშვილი თეიმურაზ გიორგის ძე (23. VII. 1928, თბილისი, – 27. II. 2013 იქვე), ქიმიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1988; წ.-კორ. 1979). ქიმ. მეცნ. დოქტორი (1972), პროფესორი (1978), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1987). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1953). 1958 – 75 იყო საქართვ. მეცნ. აკად. პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმ. ინ-ტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (1975-იდან მის მიერ დაარსებული ქრომატოგრაფიის ლაბორ. გამგე), 1977 – 90 ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. ნაწილში (1990-იდან დირექტორი). საქართვ. მეცნ. აკად. ჟურნალ „მაცნეს“ ქიმ. სერიის მთ. რედაქტორი (1989-იდან). ა-მა საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ქრომატოგრაფიის განვითარებას, ქრომატოგრაფიაში ცეოლითების გამოყენებას. ა-ის შრომები ძირითადად ეხება აირ-ადსორბციულ და აირ-თხევად ქრომატოგრაფიას. რიგი შრომებისა ეძღვნება კაპილარულ ქრომატოგრაფიაში შემავსებლების, თხევადი კრისტალების გამოყენებას, აირადი ქრომატოგრაფიისათვის ახ. ტიპის მყარი სარჩულების შექმნას, ბუნებრივი ცეოლითების კვლევასა და გამოყენებას მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში. მიღებული აქვს პ. მელიქიშვილის სახ. (1965), ა. თვალჭრელიძის სახ. (1987) და სსრკ მინისტრთა საბჭოს (1990) პრემიები.

თხზ.: Жидкие кристаллы в капиллярной хроматографии, Тб., 1982; Применение цеолитов в газовой хроматографии, «Жунрал Всесоюзного химического обшества им. Д. И. Менделеева», 1983, т. 28, # 1; Природные цеолиты, М., 1985 (თანაავტ.: გ. ციციშვილი და სხვ.; ითარგმნა პოლ. ენაზე–1990, ინგლ. ენაზე–1992, ჩიჩესტერი, დიდი ბრიტანეთი).