ევროპული კონტინენტური რასა

ევროპული კონტინენტური რასა, ე ვ რ ა ზ ი უ ლ ი ანუ ე ვ რ ო პ ე ო ი დ უ ლ ი  რ ა ს ა, გავრცელებულია ევროპის, ჩრდ. აფრიკის, წინა და ცენტრ. აზიისა და ჩრდ. ინდოეთის მოსახლეობაში. დამახასიათებელია ღია ან ზომიერად მუქი კანის ფერი, სწორი ან ტალღისებრი რბილი თმა, ძლიერ განვითარებული თმის საფარველი, ვიწრო და მკვეთრად გამოხატული ცხვირი მაღალი უნაგირით, მკვეთრად პროფილირებული სახე, სწორი და ზომიერი სისქის ტუჩები, დახვეწილი ყვრიმალები და სხვ. ე. კ. რ. იყოფა ორ შტოდ: ჩ რ დ. ე ვ რ ო პ უ ლ ა ნ უ ბ ა ლ ტ ი უ რ და ს ა მ ხ რ . ე ვ რ ო პ უ ლ ა ნ უ ი ნ დ ო - ხ მ ე ლ თ ა შ უ ა ზ ღ ვ ი ს პ ი რ უ ლ მეორეულ (ანუ მცირე) რასებად. საქართველოს თანამედროვე მოსახლეობა ძირითადად ეკუთვნის მეორე შტოს წინააზიურ განშტოებას. ქართვ. ანთროპოლოგების მიერ შემოთავაზებულია სამხრ. ევრ. (და საერთოდ ევრ. კონტინენტური) რასის გენეზისის ორიგინ. კონცეფცია, რაც ითვალისწინებს კავკასიისა და მისი მიმდებარე სამხრ. რეგიონების აღიარებას რასოგენეზურ არეალად.

ლიტ.: А б д у ш е л и ш в и л и  М. Г., Антропология древнего и современного населения Грузии, Тб., 1964; Р о г и н с к и й  Я. Я., Л е в и н  М. Г., Антропология, М., 1978; A b d u s h e l i s h v i l i  M. G., The formation and the overspreading of the European („Caucasian") race. Main subdivisions in the light of the recent anthropological data from the Caucasus, Middle Asia, Afghanistan and India. – V Congresso da Sociedade Europeia de Anthropologia, vol. 1, Lisboa, 1988.

მ. აბდუშელიშვილი