ახვლედიანი ხარიტონ აჰმედის ძე (25. VIII. 1904, მახინჯაური, - 14. XII. 1992, ბათუმი), ისტორიკოსი. საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1963). 1936 დაამთავრა თსუ. 1936 – 38 მუშაობდა ბათ. სახ. განათლების განყ-ბის გამგედ. 1939 – 87 იყო აჭარის მხარეთმცოდნეობის (შემდეგ სახელმწ.) მუზეუმის დირექტორი. 1961 დაიცვა საკანდიდტო დისერტაცია. იკვლევდა სამხ. საქართველოს ისტორიის, სოც., პოლიტ. და კულტურის ისტორიის საკითხებს. მისი ხელმძღვანელობით ორგანიზებული სამცენ. ექსპედიციების შედეგად გამოვლინდა, აღრიცხვა და მუზეუმის ფონდებს ჩაბარდა ათასობით ექსპონატი, დოკუმენტი, ხელნაწერი წიგნი. საფონდო მასალების დიდი ნაწილის გამოკვლევათა შედეგად შეიქმნა და ა-ის რედაქტორობით გამოიცა აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შრომათა კრებულები (ტ. 1 – 7, 1955 – 72); სამხრ. საქართველოს წარსულის მკვლევართათვის მნიშვნელოვანია ა-ის „სამხრეთ საქართველოს ბიბლიოგრაფია“ (ბათ., 1960, ქართ. და რუს. ენაზე), ა-ის ხელმძღვანელობით შეივსო აჭარის სახელმწ. მუზეუმის სტაციონარული გამოფენა, მოეწყო სამხრ. საქართველოს წარსულისა და თანამედროვე მდგომარეობის ამსახველი მრავალი დროებითი გამოფენა, ჩატარდა არაერთი სამეცნ. კონფერენცია აჭარასა და მის მიმდებარე რ-ნებში. ა. დაარსებიდანვე იყო საქართველოს ისტ., ეთნოგრ., ფოლკლორის საზ-ბის რეგიონ. ორგანიზაციის თავ-რე.
თხზ.: ნარკვევი აჭარის ისტორიიდან (მე-16 – 19 საუკუნეები), ბათ., 1943; სახალხო-განმათავისუფლებელი ბრძოლის ისტორიიდან სამხრეთ საქართველოში, ბათ., 1956; სამხრეთ საქართველოს განთავისუფლებისათვის მებრძოლნი, ბათ., 1972; ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან, ბათ., 1978.
ფ. სიხარულიძე