„ახმეტა“

ახმეტა“, ბუნებრივად ტკბილი თეთრი ღვინო. ამზადებენ ახმეტის მუნიციპალიტეტში გავრცელებული ვაზის ჯიშის - მწვანის - ყურძნისაგან. შეიცავს 9,5 – 11,5% (მოცულობითი) სპირტს, 3 – 5% შაქარს, საერთო მჟავიანობა 5,5 – 7,5 /დმ 3. გამოირჩევა ღია ჩალისფერი-მომწვანო ელფერითა და ყვავილოვანი ტონების ორიგინალური არომატით. საერთაშ. კონკურსებზე მინიჭებული აქვს ერთი ოქროსა და 6 ვერცხლის მედალი.

                                                                                                                        ა. სირბილაძე