აბესაძე ავთანდილ იოსების ძე (10. V. 1928, სოფ. ყანდაურა, გურჯაანის მუნიციპ., – 10. IV. 1998, თბილისი), ფიზიოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1967), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1985). 1951 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1958–85 ხელმძღვანელობდა გ. მუხაძის სახ. ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ექსპერ. განყ-ბას, 1985-იდან კი იყო ამავე ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში. ა-ის ძირითადი შრომები ეხება საჭმლის მონელების ფიზიოლ. საკითხებს, სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმის მოქმედების მექანიზმს სხვადასხვა პათოლ. მდგომარეობის დროს, სისხლწარმოქმნისა და სისხლის შედედების რეგულაციის ნერვულ, ჰორმონულ და ჰუმორულ მექანიზმებს. 1965 მიენიჭა საქართვ. მეცნ. აკად. ი. თარხნიშვილის სახ. პრემია. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: სპლენექტომიის შედეგად განვითარებული ცვლილებები და მათი მექანიზმი, თბ., 1984 (თანაავტ. ა. ცალუღელაშვილი); Изменения Функционального состояния пищевого центра при голоде и насыщении, Тб., 1965 (თანაავტ.); Регуляция тромбоцитопоэза, Тб., 1978.