ალიხანოვი ივანე ივანეს ძე (2. II. 1917, თბილისი, – 2004, იქვე), სპორტის მოღვაწე, პედ. მეცნ. დოქტორი (1984). 1940 დაამთავრა მოსკ. ფიზ. კულტურის სახელმწ. ცენტრ. ინ-ტი. 1944-იდან მუშაობს საქართვ. ფიზ. კულტ. სახელმწ. ინ-ტში ძალოსნობის, ჭიდაობისა და კრივის კათედრაზე (1983-იდან პროფესორის თანამდებობაზე), 1956-იდან – საკავშ. კატეგორიის მსაჯი ჭიდაობაში, 1963-იდან – საქართვ. დამს. მწვრთნელი. შეისწავლა სპორტული ჭიდაობის თეორია და პრაქტიკა. შეადგინა თავისუფალი ჭიდაობის რამდენიმე სახელმძღვანელო მწვრთნელებისა და მაღალი კვალიფიკაციის სპორტსმენებისათვის. დიდი დამსახურება მიუძღვის ქართვ. სპორტსმენების – ძალოსნებისა და მოჭიდავეების აღზრდის საქმეში. იყო საქართვ. ჩემპიონი კლასიკურ (1944, 1945) და თავისუფალ (1945) ჭიდაობაში.
თხზ.: თავისუფალი ჭიდაობა, თბ., 1970 (თანაავტ.); Техника и тактика вольной борьбы, М., 1986.