მელაძე ალექსანდრე ერასტის ძე

მელაძე ალექსანდრე ერასტის ძე (1907, სოფ. მათხოჯი, ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი, – 26. I. 1969, თბილისი), საქართველოს დამსახურებული ინჟინერი (1961), ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1966).
მ-მ საშუალო განათლება მიიღო ზუგდიდში. სკოლის დამთავრების შემდეგ ორი წლის განმავლობაში მუშაობდა მდ. ენგურის სარკინიგზო ხიდის მშენებლობაზე. 1931 დაამთავრა საქართვ. ს. კიროვის სახ. პოლიტექ. ინ-ტი, რის შემდეგაც 26 კომისრის სახ. მანქანათმშენებელ ქარხანაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე: ინჟინერ-ტექნოლოგად, ინჟინერ-კონსტრუქტორად, ოსტატად და საამქროს უფროსად. 1941 დაინიშნა ბათუმის მომთუთიებელი ქარხნის, 1942 იანვარში – კალინინის სახ. მექანიკური ქარხნის, 1943 თებერვალში – 26 კომისრის სახ. მანქანათმშენებელი ქარხნის, 1948 ივლისში კი – კიროვის სახ. ჩარხმშენებელი ქარხნის დირექტორად. 1952 და 1965 იყო საქართვ. ადგილ. მრეწველობის მინისტრი, თბილ. საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავ-რე (1956 – 65), საქართვ. სსრ და სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
მიღებული აქვს ლენინის ორდენი და სხვა სახელმწ. ჯილდოები.