„ბრძოლა“

„ბრძოლა“, გაზეთი, რსდმპ (ბ) თბილისის კომიტეტის ყოველკვირეული ლეგალური ორგანო. გამოვიდა 1917 ივნ. თბილისში. 1917 ნოემბრიდან – რსდმპ (ბ) კავკ. სამხარეო და თბილ. კომიტეტების ყოველდღიური ორგანო. რედაქტორები – მ. ცხაკაია და ფ. მახარაძე. გამომცემელი – რკინიგზის მუშა-ბოლშევიკების კომისია. გაზეთში გამოქვეყნდა რსდმპ (ბ) VII (აპრ.) კონფერენციის, VI ყრილობისა და რსდმპ (ბ) კავკ. კავშირის I სამხარეო ყრილობის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი. „ბ.“ სისტემატურად ბეჭდავდა მასალებს მუშათა მოძრაობის შესახებ. 1918 წ. 9 თებ. ამიერკავკ. კომისარიატმა გაზეთი აკრძალა.

გ. ჟვანია