ბობოყვათის განძი, ძვ. წ. XII – XI სს. კოლხური კულტურის დამახასიათებელი ძეგლი. აღმოჩენილი სოფ. ბობოყვათში (ქობულეთის მუნიციპ.), შეიცავს ბრინჯაოს ბრტყელ ცულს, სეგმენტისებურ იარაღს, წალდს, 2 თოხს. დაცულია ნ. ბერძენიშვილის სახ. ქუთაისის სახელმწ. ისტორიულ მუზეუმში.
ლიტ.: ქორიძე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ.,1965.
ლ. ფანცხავა