ბობღანი

ბობღანი, ძვ. საქართველოში გავრცელებული დასარტყმელი მუსიკალური საკრავი. ხშირად არის მოხსენიებული დაბადების ქართულ თარგმანში (შეესაბამება ბერძნ. და ლათ. ტიმპანს, ქართ. სპილენძჭურს). ს.-ს ორბელიანის განმარტებით, „ბობღნი (ბობღანი) ესე არს დაფი და დაფდაფი, ტყავისაგან შემზადებული საკრავი“. იოანე პეტრიწის მიხედვით, ბ. ძალებიანი (სიმებიანი) საკრავია, ლირის ეკვივალენტი.

ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1938.