ბოკერია ლევან ალექსანდრეს ძე (დ. 12. VIII. 1944, თბილისი), არქიტექტორი. დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1967). 1965-იდან მუშაობდა „თბილქალაქპროექტში“, 1983-იდან არქიტ. სახელოსნოს ხელმძღვანელი. 1989-იდან საქართვ. არქიტექტორთა კავშირის რესპ. გაერთიანება „საქარქპროექტის“ მთავარი არქიტექტორი, 1991 – 95 საქართვ. არქიტექტორთა კავშირის თავ-რე. ძირითადი ობიექტები: ბაიკალ-ამურის რკინიგზის მაგისტრალზე დაბა ნიას დაგეგმარება და განაშენიანება (1970 – 80-იანი წწ. ვ. ბახტაძესთან, ვ. ქურთიშვილთან ერთად; სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია, 1983; ავტორთა, მშენებელთა, ორგანიზატორთა ჯგუფთან ერთად), თბილისში ჯორჯიაშვილის ქუჩაზე გამოთვლითი ცენტრისა (1983, გ. ანდღულაძისა და ზ. ფილიშვილის მონაწილეობით) და ბანკის (1983; ა. არიშინის მონაწილეობით) შენობათა კომპლექსი და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ს. კინწურაშვილი