ბოკერია მარიამ სევერიანის ასული [22. XII. 1900 (4. I. 1901), ბაქო, – 15. X. 1975, თბილისი], პედიატრი. მედ. მეცნ. დოქტორი (1950), პროფესორი (1950), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961). 1926 დაამთავრა თსუ სამკურნ. ფაკ-ტი. 1947–74 იყო ექიმთა დახელოვნების თბილ. სახელმწ. ინ-ტის პედიატრიის კათედრის გამგე, 1974 – 75 – ამავე კათედრის კონსულტანტი. შეისწავლა ქრომაფინული სისტემის განვითარება ბავშვებში და მისი ცვლილებები ბავშვთა ზოგიერთი დაავადების დროს, ბავშვთა სასუნთქი გზების დაავადებანი, ბავშვთა ტუბერკულოზის თავისებურებანი და სხვ. იკვლევდა მუცლადყოფნის დროს განვითარებულ ბავშვთა დაავადებებისა და სიკვდილიანობის მიზეზებს. 1960 – 71 იყო საქართვ. პედიატრთა სამეცნ. საზ-ბის თავ-რე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: ბაქტერიული დიზენტერია ბავშვთა ასაკში, თბ., 1961 (თანაავტ. გ. ნიჟარაძე); ახალშობილთა სეფსისი, თბ., 1963 (თანაავტ. გ. ნიჟარაძე).