ბარეთელთა

ბარეთელთა, მონასტერი ისტორიული საქართველოს კლარჯეთის პროვინციაში (ახლანდ. თურქ. ტერიტ.). IX ს. I ნახევარში დააარსა ზაქარია ბარეთელთელმა. თურქთა მფლობელობის დამყარების შემდეგ (XVI ს. II ნახ.) მონასტერი დაანგრიეს. შემორჩენილია მცირე ფრაგმენტი.

ლიტ.: ინგოროყვა პ., გოირგი მერჩულე, თბ., 1954.

                                                                                                                           დ. მუსხელიშვილი