ბასილი ვაჩეს ძე

ბასილი ვაჩეს ძე, XI ს. საეკლესიო მოღვაწე, ქართლის კათალიკოსი (დაახლ. 1090 – 1100), მწერალი. ეფრემ მცირის ძმა. ვარაუდობენ, რომ განათლება მიიღო ბიზანტიაში; მოღვაწეობდა შიომღვიმის მონასტერში. ეკუთვნის საყურადღებო ისტ. ცნობების შემცველი ჰაგიოგრაფიული თხზულება „თხრობაჲ სასწაულთათჳს წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა შიოსთა“; აგრეთვე შიო მღვიმელისადმი მიძღვნილი საგალობელი „დასდებელნი წმიდისა მამისა ჩუენისა შიოჲსნი“.

თხზ. იხ.: ინგოროყვა პ., ძველქართული სასულიერო პოეზია, წგნ. 1 - ტექსტები, ტფ., 1913.

ლიტ.: კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.

                                                                                                                                                  ლ. ჯღამაია