ბასილი

ბასილი აღმ. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1517 – 28 და 1529 – 31. იბრძოდა ქვეყნის პოლიტ. ერთიანობისათვის. ბ-მა ისარგებლა ქართლის მეფესა და სამცხის მთავარს შორის მშვიდობიანი ურთიერთობით, აგრეთვე გაერთიანების მომხრე ძალთა საყოველთაო მხარდაჭერით და 1518 ყვარყვარე IV ათაბაგს (ქაიხსოროს ძე) სათანადო სიმტკიცის წიგნით აღადგენინა სამცხის სამთავროს ეკლესიური დამოკიდებულება ქართლის საპატრიარქოსთან, რაც სამცხის, მთავრობის სეპარატისტულ მისწრაფებათა გამო დარღვეული იყო. ძვ. საეკლ. წყობილების აღდგენის მიზნით აღაწერინა სამთავროში მდებარე ქართლის საპატრიარქო ეკლესიის ყოფილი საყმო მამულები და დაამტკიცებინა სამცხის მთავრებს. თავისი მიზნის მისაღწევად ბ. განდგომილთა შეჩვენებასა და დაკრულვასაც მიმართავდა.

                                                                                                                                     ბ. ლომინაძე