ბალი ნიკოლოზ ვასილის ძე

ბალი ნიკოლოზ ვასილის ძე (დ. 1913, თბილისი), საბჭოთა კავშირის გმირი (10. I. 1944), გვარდიის პოდპოლკოვნიკი. საშ. განათლება მიიღო თბილისში. 1938 გაიწვიეს წითელ არმიაში. II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ყირიმში, ვორონეჟის და უკრ. I ფრონტებზე. საბჭ. კავშირის გმირის წოდება მიენიჭა ქ. ფასტოვის (უკრაინა) განთავისუფლების დროს სატანკო ქვედანაყოფის უნარიანი ხელმძღვანელობისა და მამაცობისათვის. ომის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საბჭ. არმიის რიგებში სამეთაურო თანამდებობებზე. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 3 წითელი დროშის, ალექსანდრე ნეველის, სამამულო ომის I ხარისხის, წითელი ვარსკვლავის ორდენებითა და მედლებით.

                                                                                                                     ტ. ჩინჩილაკაშვილი