ბურდიანი, სოფელი საგარეჯოს რ-ნში (მანავის სოფლის საკრებულო), გომბორის ქედის სამხრ.-დას. კალთაზე, მდ. ჩაილურის (ივრის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 740 მ, საგარეჯოდან 15 კმ. 38 მცხ. (1989). მევენახეობა. დაწყ. სკოლა; საშ. ზოგადსაგანმან. სკოლა სოფ. მანავში. ბ-კა, კლუბი.