ედიბერიძე ალექსანდრე გიორგის ძე (დ. 13. III. 1937, თბილისი), ინჟინერი გამოთვლითი ტექნიკის დარგში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1986), პროფესორი (1987), საქართვ. საინჟინრო აკად. წევრ-კორესპონდენტი (2003). 1962 დაამთავრა საქართვ. პოლიტექნიკური ინ-ტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკ-ტი. 1965 მუშაობა დაიწყო ელექტრონიკის, ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში. 1986-იდან ეწევა პედ. საქმიანობას საქართვ. ტექნიკურ უნ-ტში გამოთვლითი ტექნიკის კათედრაზე. არის ბიზნესის ხელშემწყობი საკონსულტაციო-ანალიტიკური სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი. ე-ის სამეცნ. კვლევები ეხება მათ. მოდელირების, ალგორითმული ენებისა და პროგრამირების კომპიუტერული მოდელირების დამუშავებას საქართველოში.
თხზ.: ბიზნესის მართვა, თბ., 2009.