ბურნაშეთი

 ბურნაშეთი, სოფელი ახალქალაქის რ-ნში (აზავრეთის სოფლის საკრებულო), ახალქალაქის პლატოს ჩრდ. ნაწილში, მდ. ჭერულის (ფარავნის აუზი) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 1900 , ახალქალაქიდან 22 კმ. 759 მცხ. (1989). მეცხოველეობა, მემინდვრეობა. საშ. ზოგადსაგანმან. სკოლა, კლუბი, მედპუნქტი.

 ბ-ში ადამიანი ჯერ კიდევ წინაფეოდ. ხანაში სახლობდა, რასაც მოწმობს გორა-ნამოსახლარი. სოფლის ძვ. სახელი „ბურნაშენი“ უნდა ყოფილიყო. შემონახულია დარბაზული ეკლესია, რ-საც სამხრ-იდან შეწყვილებული თაღებით გაფორმებული კარიბჭე აქვს. არქიტ.-დეკორ. ფორმებითა და აღმ. ფასადის რელიეფის მიხედვით აშენებული უნდა იყოს არა უგვიანეს X ს-ისა. დაცულია ორი წარწერა (X და XIII სს.). ერთი წარწერა აღმ. ფასადზეა, რელიეფური კომპოზიციის გვერდით, რ-ზედაც გამოსახულია დანიელი ლომთა ხაროში. ასომთავრულ წარწერაში ეკლესიის მშენებელთა უფლისადმი მავედრებელი ფორმულაა. მეორე წარწერა ინტერიერშია, ჩრდ. კედელზე, რ-ის მიხედვითაც, ვინმე გიორგი ნასყიდ ყანას აძლევს „ბურნაშელ“ მღვდლებს მატერ.-კულტ. ძეგლებიდან ასევე აღსანიშნავია მოზრდილი ქვაჯვარი და მრგვალი კოშკის ნანგრევები.

 1959 სოფ. ბ. შედიოდა ხერთვისის ლივის ტყე-ჯავახეთის რ-ნში. იგი 11-კომლიანი სოფელი იყო. მოხსენიებულია აგრეთვე ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარში. სოფელში ამჟამად სომხ. მოსახლეობაა, რ-თა წინაპრები აქ გადმოასახლა რუს. მთავრობამ XIX ს. I მესამედში არზრუმის მხრიდან.

     წყარო და ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 1, თბ., 1964, გვ. 153 – 154; ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი 1694 – 1732 წწ., ც. აბულაძის და მ. სვანიძის გამოც., თბ., 1979, გვ. 153 – 154; ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგნ. 2, თბ., 1941.

                                                                                             ნ. ჩუბინაშვილი 

დ. ბერძენიშვილი