ბურჭულა

 ბურჭულა, ყარაუგომი, მწვერვალი რაჭის კავკასიონის მთავარ ქედზე, ონის რ-ნში. სიმაღლე 4365 . აგებულია ქვედაპალეოზოური და კამბრიულისწინა გრანიტოიდებით. ბ. თოვლიან-ყინულიანი და კლდოვანი მწვერვალია. დას. კალთაზე ეშვება მყინვარი ნოწარულა, საიდანაც გამოედინება მდ. ნოწარულა (რიონის მარცხ. შენაკადი), სამხრ.-აღმ-ით ბოყოს მყინვარია, სადაც სათავე აქვს მდ. ბოყოსწყალს (ჭანჭახის მარჯვ. შენაკადი).

                                                                                                                                  მ. სანებლიძე