ბურჭულაძე თენგიზ ვლადიმერის ძე (დ. 12. III. 1929, თბილისი), მათემატიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1993; წ.-კორ. 1979). ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1967), პროფესორი (1968), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1985). დაამთავრა თსუ (1952). 1957–58 იყო საქართვ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის უმცროსი მეცნ. თანამშრომელი, 1977 – 89 – დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში. 1989-იდან მათ. ფიზ. დიფერენციალურ განტოლებათა განყ-ბის გამგეა. ბ-ის ძირითადი შრომები ეხება მათ. ფიზიკის სასაზღვრო ამოცანებს, კერძოდ, ორ- და სამგანზომილებიანი მათ. დრეკადობის თეორიის ამოცანებს ოზოტროპიული და ანიზოტროპიული სხეულებისათვის და სხვ. საქართვ. სახელმწ. პრემია (1971, ვ. კუპრაძესთან, თ. გეგელიასა და მ. ბაშელეიშვილთან ერთად), ი. ვეკუას სახ. პრემია (1987, თ. გეგელიასთან ერთად). რუსთის თეორიული და გამოყენებითი მექან. ეროვნული კომიტეტის წევრი, 1985-იდან წევრია საერთაშ. საზ-ბისა „მათემატიკური მეთოდები მექანიკაში“.
თხზ.: Динамические задачи теории упрегости и термоупругости, კრ.: Итоги науки техники. Современные проблемы математики, т. 7, М., 1975 (თანაავტ. В. Д. Купрадзе; ინგლ. ენაზე – 1977); Трехмерные задачи математической теории упругости, М., 1976 (თანაავტ. В. Д. Купрадзе Т. Г. Гегелиа, М. О. Башелеишвили); Развитие метода потенциала в теории упругости, Тб., 1985 (თანაავტ. Т. Г. Гегелиа).
თ. ებანოიძე