ბურჯანაძე ემირ ვალერიანის ძე (დ. 3. V. 1937, თბილისი), გრაფიკოსი, მხატვარ-მონუმენტალისტი, დიზაინერი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1990). დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1964). მისი პედაგოგები იყვნენ ვ. კეშელავა, ვ. გრიგოლია, ვ. ქუთათელაძე, დ. გაბაშვილი. 1963–69 ბ-ის სადიპლომო სერიებმა „ხევი“ და „შრომის სიმღერები“ საკეთესო შეფასება დაიმსახურა. მუშაობდა ტექ. ესთეტიკის საკავშ. ინ-ტის საქართველოს ფილიალის სამრეწვ. გრაფიკის განყ-ბის მხატვარ-კონსტრუქტორად. მის მერ შექმნილი 7 საფირმო ნიშანი შესულია იტალიაში გამოცემული საფირმო და სასაქონლო ნიშნების საერთაშ. კატალოგში. 1973-იდან თბილისის სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი გრაფიკის კათედრასთან არსებული შრიფტის სამეცნ.-კვლ. ლაბორ. უფროსია. შექმნილი აქვს ქართ. სასწავლო, მხატვრული და სარეკლამო შრიფტების ტაბულები, ჩართული ანბანის სრული ციკლი. ბ. თბილისის სიმბოლიკის (თბილისის გერბი, სიმბოლო, დროშა, სიმბოლური გასაღები) და საქართვ. რესპუბლიკის სახელმწ. ჯილდოების (დავით აღმაშენებლის, ვახტანგ გორგასლის I, II, III ხარისხის, ღირსების ორდენები, მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“) ავოტირა (თანავტორი გ. ავსაჯანიშვილი). წარმატებით მუშაობს დაზგურ გრაფიკაში (რ. აბაშიძის პორტრეტი, 1992, ავტორის კუთვნილება). მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია დახვეწილი პროფესიონალიზმი, კომპოზიციის სისადავე და სიცხადე, მდიდარი ფანტაზია, მხატვრული განზოგადება, ზუსტი და ძლიერი ნახატი, პოეტურობა. 1985, 1990 თბილისში მოეწყო მისი პერსონალური გამოფენები.
ა. ჩხარტიშვილი