ბუტულაშვილი სოლომონ

ბუტულაშვილი სოლომონ, XVIII–XIX სს. სახალხო გმირი, რ-ის წინაპრები, გვარად დრეიძეები, სოფ. არბოდან (ახლანდ. გორის რ-ნი) სოფ. პატარძეულში (საგარეჯოს რ-ნი) გადმოსახლებულან. ბ-მა თავი გამოიჩინა რუს.-ირან. 1826 ომში. მოკლეს ერთ-ერთი შეტაკებისას. დაკრძალულია პატარძეულში, სადაც შემონახულია ბუტულაანთ საგვარეულო კოშკი. ბ-ს მიეძღვნა ხალხ. ლექსი, რ-იც დღესაც ხშირად გვხვდება მთქმელთა რეპერტუარში.

ლიტ.: მაცაბერიძე ვ., სოლომონ ბუტულაშვილის სახე ქართულ ხალხურ პოეზიაში, კრ.: ქართული ფოლკლორი, ტ. 1–2, თბ., 1964; ქართული ხალხური საისტორიო სიტყვიერება, ქს. სიხარულიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1967.

                                                                                                                                      ნ. შამანაძე