ბუღდაშენი

ბუღდაშენი, ტბა ნინოწმინდის რ-ნის სამხრ.-აღმ. ნაწილში, ჯავახეთის ზეგანზე, მდ. ფარავნის აუზში, 2040 სიმაღლეზე. ზედაპირის ფართ. 0,39 კმ 2, აუზის ფართ. 69,3 კმ 2, მაქს. სიღრმე 0,85 , მოცულობა 165 ათ. 3. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. მაქს. დონე გაზაფხულზეა, მინ. – შემოდგომაზე. ბ-იდან გამოედინება მდ. ბუღდაშენი (ფარავნის მარცხ. შენაკადი). ტბის მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულია წყლის მცენარეულობით. ტბაში არის თევზი. ზაფხულობით ბევრია წყლის ფრინველი.

                                                                                                                                      ი. აფხაზავა