ბუღნარა, სოფელი სამტრედიის რ-ნში (ტოლების სოფლის საკრებულო), იმერეთის სამხრ. მთისწინეთში, მდ. ხევისწყლის (რიონის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 130 მ, სამტრედიიდან 18 კმ, საჯავახოდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 6 კმ. 363 მცხ. (1989). მევენახეობა. არასრული საშ. სკოლა სოფ. ტოლებში, საშ. ზოგადსაგანმან. სკოლა ნოღაში.