ბუშტოსანა

ბუშტოსანა, წყლის სანთელა (Utricularia), მწერიწამია მცენარეთა გვარი ბუშტოსანასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი მცენარეებია, ცხოვრობენ წყალში ან მის ზედაპირზე, ზოგიერთი ტროპ. სახეობა ეპიფიტია. უფესვო მცენარეებია; მათი ხაზურად დანაკვთული ფოთლები მოფენილია ბუშტებით, რ-ებითაც მცენარე მწერებს ან წყლის პატარა ცხოველებს იჭერს და ბუშტის კედლებიდან გამოყოფილი ფერმენტების საშუალებით ინელებს. მტევნებად შეკრებილი ყვითელი ან ნარინჯისფერი ყვავილები წყლიდან ამოშვერილია. გვარიაერთიანებს 250-მდე სახეობას. ხმელეთის ფორმებს კიდემთლიანი ფოთლები აქვთ და ტროპ. სარტყელში არიან გავრცელებული, წყლის ფორმებს წვრილად დანაკვთული ფოთლები აქვთ და ზომიერ სარტყელში ხარობენ. საქართველოში ბ-ს 2 სახეობაა: U. vulgaris იზრდება ქართლში – ჭაობებსა და ტბებში მთის შუა სარტყლამდე, U. minor – აჭარასა და ქართლში – დამდგარ წყალსატევებში მთის ქვედა სარტყლამდე. ბ-ს ზოგი სახეობა სამკურნალოა.

                                                                                                                                  მ. გურგენიძე